+995 591 77 82 82

+995 574 24 31 31 info@oooo.ge

რა განსხვავებაა ზამთრისა და ზაფხულის საბურავს შორის?

 

  იცით თუ არა, რომ თოვლიან საავტომობილო გზაზე 50 კმ / სთ სიჩქარით მოძრავ ავტომობილს, სრულად გასაჩერებლად ზაფხულის  საბურავებით  დასჭირდება 43 მეტრი. ზამთრის საბურავებით , ეს მანძილი 35 მეტრამდე შემცირდება - 7 მეტრით ნაკლები. ეს იმიტომ, რომ ზაფხულის საბურავები 7 °C - ზე ნაკლებ ტემპერატურაზე ვერ უზრუნველყოფს საჭირო მოჭიდებას. ხოლო ზამთრის საბურავი სპეციალური რეზინის ნაერთის გამო, უფრო მკვრივი და ღრმა პროტექტორის მეშვეობით და ასევე დამატებითი ხარების საშუალებით უფრო კარგ და სანდო მოჭიდებას უზრუნველყოფს.

შესაფერისი საბურავები უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას

 

 მთელი წლის განმავლობაში სტატისტიკის მიხედვით, ზამთარში ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი 6-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ზაფხულში. უფრო მეტიც: ავარიის შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიები ხშირად მიუთითებენ  მძღოლის შეცდომას, რომ მან არ დააყენა ამინდის შესაბამისი საბურავი. აქედან გამომდინარე, სანამ მანქანაში ჩაჯდებით, ყოველთვის შეაფასედ ამინდი,  დროულად შეცვლეთ ზამთრის საბურავებით.

 

როდის იცვლება საბურავები?

 

 სამი მნიშვნელოვანი ფაქტორა გასათვალისწინებელი: საბურავის ასაკი, პროტექტორის სიღრმე და შესაძლო დაზიანება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 1.6 მმ პროტექტორის სიღრმის მინიმუმია. რეკომენდირებულია: ზაფხულის საბურავების ჩანაცვლება მოხდეს როცა პროტექტორის სიღრმე 3 მმ - ია; ზამთრის საბურავების შემთხვევაში მინიმალური დასაშვები სიღრმე 4 მმ. თუ საბურავების ასაკი 10 წელზე მეტია, ისინი უნდა შეიცვალონ, თუნდაც მათი პროტექტორის სიღრმე დამაკმაყოფილებელია. საბურავის ასაკის დადგენა შეიძლება DOT ნომერის დახმარებით რომელიც თავად საბურავზეა დაბეჭდილი. ბოლო ორი ციფრი მიუთითებს წელს, ხოლო პირველი ორი - კვირას.

როგორ გავზომოთ პროტექტორის სიღრმე?

 

ამისთვის არსებობს სპეციალური ხელსაწყო, თუმცა მისი არ ქონის შემთხვევაში, შეგიძლიათ გამოიყენოთ 2 ლარიანი მონეტა, ვერტიკალურად მოათავსოთ ის პროტექტორის ღარში და თუ პროტექტორი ფარავს მონეტის სპილენძის გულს ან ეხება მას, მაშინ ის წესრიგშია, ხოლო თუ პროტექტორი ჩამოცდა ამ ზღვარს ის ექვემდებარება გამოცვლას.

 

როგორ გავასუფთაოთ საბურავები?

 

 თუ თქვენ იყენებთ მაღალი წნევის სარეცხს აპარატს, ავტომობილის რეცხვისას  ის საბურავთან ძალიან ახლოს არ უნდა მიიტანოთ. განსაკუთრებით ცხელი წყლის გამოიყენებამ მცირე მანძილზე, შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი დაზიანება, ვინაიდან მაღალი წნევა და ტემპერატურა უარყოფითად მოქმედებს საბურავის მასალაზე, ამ ზემოქმედებამ შესაძლოა გააჩინოს რეზინაზე მცირე ზომის ბუშტები. შესაძლო შედეგები:  მძიმე ტვირთის ან მაღალი სიჩქარის დროს შესაძლოა ამ მიზეზით საბურავი გასკდეს.

  რა წესები დავიცვათ საბურავის გარეცხვისას:

 

  • საბურავსა და მაღალი წნევის წყლის ჭავლს შორის მანძილი არ უნდა იყოს 20სმ-ზე ნაკლები.
  • მიმართულება ისე აირჩიეთ რომ წყლის ზედაპირი მაქსიმალურად ფართე იყოს.
  • რაც არ უნდა ჭუჭყიანი იყოს საბურავი, ერთ ადგილზე დიდ ხანს არ მიუშვათ ნაკადი, მუდმივად ამოძრავეთ იგი.

რამდენად მნიშვნელოვანია  საბურავის სწორი წნევა?

 

საბურავები იღებს თავის თავზე მანქანის წონას, ამიტომ  მნიშვნელოვან როლს საბურავში არსებული ჰაერი ასრულებს. თუ საბურავის წნევა ძალიან დაბალია, საფრთხის რისკი იზრდება. რა ზიანის მოტანა შეუძლია არასწორ წნევას

      რა ზიანის მოტანა შეუძლია არასწორ წნევას:

  • სამხრუჭე მანძილი იმატებს.
  • საბურავი ზედმეტად ხურდება და შესაძლოა დაზიანდეს.
  • იზრდება საფართან წინააღმდეგობა და იმატებს საწვავის ხარჯი.

 როგორ შევინახოთ სათანადოდ საბურავები ?

 

 ზამთარი მოვიდა და კვლავ არ იცით რა მოუხერხოთ საზაფხულო საბურავებს?  თუ თქვენ აპირებთ სახლში საბურავების შენახვას, მნიშვნელოვანია შემდეგი საკითხების ცოდნა:

  •  საბურავის შესანახად იდეალურია - მშრალი, ბნელი, გრილი და ზომიერად განიავებადი ადგილი
  • საბურავის შენახვისას შესაძლოა მათი ჩამოკიდება, ვერტიკალურად ან ჰორიზონტალურად დალაგება.
  • დისკის გარეშე საბურავი ინახება ყოველთვის ჰორიზონტალურად

საბურავის მახასიათებლები